ლევან ქარუმიძე: გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და არ წარმოადგენს ოფიციალურ პოზიციას

Read Time:55 Second

რიგი ქართული მედიასაშუალებები შეცდომით ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში მოამზადა. გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და ის არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას, ეს არის ევროპარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ანგარიში – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კვლევაში გვხვდება მთელი რიგი ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებთანაც დაკავშირებით ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან.

როგორც ლევან ქარუმიძე აღნიშნავს, ასეთი კვლევითი ცენტრი არსებობს საქართველოს პარლამენტშიც, რომელიც უამრავ ანგარიშს აქვეყნებს, მაგრამ ამ ანგარიშების და კვლევების წარმოჩენა, როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პოზიციისა იქნება შეცდომა.

„დღეს დილიდან, რიგი ქართული მედიასაშუალებები შეცდომით ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში მოამზადა. გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და ის არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას. ეს არის ევროპარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ანგარიში. ასეთი კვლევითი ცენტრი არსებობს საქართველოს პარლამენტშიც, რომელიც უამრავ ანგარიშს აქვეყნებს, მაგრამ ამ ანგარიშების და კვლევების წარმოჩენა, როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პოზიციისა იქნება შეცდომა.
უშუალოდ კვლევაში გვხვდება მთელი რიგი ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებთანაც დაკავშირებით ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან.
რაც შეეხება უშუალოდ ევროპარლამენტს და მის პოზიციას, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტს ჰყავს თავისი მომხსენებელი – ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი“ – აცხადებს ლევან ქარუმიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს მე გადავარჩინე თბილისი ამ ტრაგედიას იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით
Next post ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენელი – ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ჩვენთან ერთად, მინისტერიალებზე შეგვიძლია, მოვისმინოთ მათი საჭიროებები