ლევან რატიანი: ძალიან მალე ეს აურზაური დასრულდება

Read Time:27 Second
ჩემი განწყობა ასეთია, რომ ძალიან მალე ეს აურზაური დასრულდება. დადგება მომენტი, ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრების, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„რაც კაცობრიობა გაჩნდა, ჩვენ გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები. მათთან ერთად ცხოვრობდა კაცობრიობა. ახლაც ვიცხოვრებთ ერთი მდგომარეობით, რომ ადამიანი ამ ვირუსის მიმღები შეიძლება იყოს, მაგრამ დაავადება სავარაუდოდ არ გამომჟღავნდება“, – აღნიშნა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post New York Times-ი საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ წერს
Next post საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეათე პაციენტი გარდაიცვალა