ლევან რატიანი: პიკი ალბათ უახლოეს დღეებში მოიხსნება

Read Time:48 Second
პიკი ალბათ უახლოეს დღეებში მოიხსნება და დაღმავალი გზისკენ წავა ვირუსის შედეგად გამოწვეულ ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, რისი დიდი იმედიც მე პირადად მაქვს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.
 
მისი განმარტებით, როდესაც ვირუსი სწრაფად იწყებს აფეთქებას და პროგრესირებას, ის ასევე სწრაფად იწყებს თავის ფუნქციის შეწყვეტას.
 
„ეპიდემიის შემთხვევაში, არსებობს ასეთი რამ, როდესაც ვირუსი იწყებს სწრაფად აფეთქებას და პროგრესირებს, ის ასევე სწრაფად იწყებს თავის ფუნქციის შეწყვეტას და ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე დადგება. პიკი ალბათ უახლოეს დღეებში მოიხსნება და დაღმავალი გზისკენ წავა ვირუსის შედეგად გამოწვეულ ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, რისი დიდი იმედიც მე პირადად მაქვს“- განაცხადა ლევან რატიანმა.
 
საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
 
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ენტონი ფაუჩი – „რემდესივირის“ საერთაშორისო გამოცდას კარგი ამბები მოჰყვა, წამალმა დაადასტურა, რომ ვირუსის ბლოკირება შეუძლია
Next post თუ სააკაშვილი დაინიშნება, შეიძლება ველოდოთ ჰიპერაქტიულ მოქმედებებსა და სკანდალებს – უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე Atlantic Council-ის სტატიაში