ლევან რატიანის თქმით, მან კორონავირუსი გადაიტანა

Read Time:24 Second

ლევან რატიანმა გაამხილა, რომ მან COVID-19 გადაიტანა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვირუსის შესახებ მხოლოდ ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის შემდეგ შეიტყო.

„ჩემი შემთხვევა განსხვავებული იყო. მე ვარ რეანიმატოლოგი, ყოველდღიურად შემოვლაზე მაქვს 140-145 პაციენტთან კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი PCR-თესტი არ გამოვლენილა. მაგრამ როდესაც ჩავიტარე ანტისხეულებზე ტესტი, აღმოჩნდა ჭარბად. ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ. ვერ გეტყვით როდის, რა პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში“, – განაცხადა რატიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარიას პარლამენტში ლევან მგალობლიშვილი ჩაანაცვლებს
Next post ირაკლი ბერაია: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი საყრდენი და უპირატესობა მისი ადამიანური კაპიტალია