ლევან რატიანის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანისას მეგი ბაქრაძე უკვე გარდაცვლილი იყო

Read Time:1 Minute, 24 Second

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ ლევან რატიანის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მეგი ბაქრაძე კლინიკაში შეყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.

მისივე თქმით, კლინიკამ პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

„ამ მტკივნეულ და სენსიტიურ თემასთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს სიმართლე. სიმართლეს არ წარმოადგენს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეგი ბაქრაძე, 28 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 მარტს, 19:45 საათზე, იყო გარდაცვლილი. ეს არის სიცრუე. მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო და გამძლეობა ვუსურვო.

ქალბატონი მეგი ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 19 საათსა და 45 წუთზე. ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური. ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას. პაციენტი ჩემ მიერ გაისინჯა. დაფიქსირდა ჰემოდინამიკის მკვეთრი მოშლა, რაც არ ნიშნავს, რომ ის იყო გარდაცვლილი. სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტს ჰქონდა გულისცემა, არტერიული წნევა შენარჩუნებული იყო მეგადოზებით. რაც შეეხება მდგომარეობას, იყო კრიტიკული, შეუქცევადი.

ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, როცა ახალგაზრდა იღუპება ამ პერიოდში, რომელსაც პანდემიასთან ბრძოლა ჰქვია. ვაქცინაციის შედეგად, სავარაუდოდ გამოწვეულმა პრობლემებმა მიიყვანა სიკვდილამდე. ეს დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და ჩვენთვის. ყველამ უნდა იცოდეს ჭეშმარიტება – ჭეშმარიტება არის ის, რომ ყველაფერი გააკეთა კლინიკამ, რათა პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო.

მინდა, განვმარტო, რომ პაციენტს ასევე ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევები, სადაც ფიქსირდება, რომ თავის ტვინში იყო ელექტრული აქტივობა, რაც მიუთითებს, რომ პაციენტი კლინიკაში ცოცხალი შემოიყვანეს. ასევე, ელექტროკარდიოგრამაზე ფიქსირდება გულისცემის სიხშირე და რიტმი. მედიცინაში, სიკვდილი დგება, როდესაც ჩერდება გული. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ პაციენტი იყო ცოცხალი“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

ამასთან, ლევან რატიანი განმარტავს, რომ მეგი ბაქრაძეს არც ერთი კვლევით ანემია არ დაუდასტურდა. ასევე, კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

„შემიძლია, აღვწერო ორი სახის მოვლენა – ეს არის დოკუმენტაცია და ჩემი თვალით დანახული. კლინიკა „იმედიდან“ დოკუმენტაცია არ მქონდა. შესაბამისად, „იმედის“ კლინიკაში ჩატარებულ ღონისძიებებს ვერ შევაფასებ“, – დასძინა ლევან რატიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კრისტიან დანიელსონი – მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ, რომ ხვალ საქართველომ გაიმარჯვოს
Next post ზურაბ ჯაფარიძე: დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი