ლევან ნიკოლეიშვილი: როდესაც უკრაინაში, აქტიურ ფაზაშია შესული საბრძოლო მოქმედებები, საინფორმაციო ომი საომარ სიტუაციაში სერიოზულ როლს თამაშობს

Read Time:1 Minute, 35 Second

,ახლა, როდესაც უკრაინაში, აქტიურ ფაზაშია შესული საბრძოლო მოქმედებები, ასეთ სიტუაციაში საინფორმაციო ომი სერიოზულ როლს თამაშობს. საინფორმაციო ომის წარმოება თანამედროვე ელემენტია ომის დროს. თუმცა, მსგავსი ფაქტები ისტორიას ახსოვს, რომ ოდითგანვე ხდებოდა ასეთი ელემენტების გამოყენება. ეს ტაქტიკის გარკვეული ნაწილი იყო, ჯერ კიდევ ჩინგის ხანის პერიოდიდან, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა საომარი მოქმედებების დროს საინფორმაციო ომის გამოყენების მექანიზმებზე საუბრისას.

როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, იმ დროს, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები აქტიურ ფაზაშია, ორივე მხარის მხრიდან ხდება საინფორმაციო ომის ტექნოლოგიების გამოყენება.

,,სამწუხაროდ, ამ საშინელებაში, რაც უკრაინის წინააღმდეგ ხდება, საინფორმაციო ომიც საკმაოდ სერიოზულად წარმოებს ორივე მხრიდან. თუ გახსოვთ, თვითონ ომის დაწყებას ჰქონდა გარკვეული ეჭვები, მრავალ ქვეყანაში. თითქოს, არავინ არ ელოდა, რომ ომი დაიწყებოდა უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარეს მიწეული იყო რუსეთის ძალები, პუტინი ღიად ამბობდა – ,,კარგით, ჩვენ სწავლებას დავასრულებთ და არ შევალთ უკრაინაში’’. მაგრამ ყველაზე მტკიცედ ვინც ამას ამტკიცებდა, მათ შორის, უკრაინელებისგან განსხვავებით იყო შეერთებული შტატები, რომელიც თავის დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობოდა და აცხადებდა ომის დაწყების კონკრეტულ თარიღს, როდის დაიწყებოდა ომი, რაც იმაზე მეტყველებს, თავისთავად ცხადია, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მათ საკმაოდ სერიოზული ინსტიტუციები გააჩნიათ ამ თვალსაზრისით. ‘’ – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა იმ საინფორმაციო ომზე, რომელიც დაღუპული სამხედროების რაოდენობას შეეხება. როგორც მან განაცხადა, ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ციფრები ვრცელდება გარდაცვლილი სამხედროების რაოდენობის შესახებ.

,,ახლა ჩვენ ვხედავთ და გვესმის ინფორმაციები იმის თაობაზე, რამდენია დანაკარგი ამა თუ იმ მხრიდან. მაგალითად, ზოგი უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ 13 ათასია რუსეთის მხრიდან დაღუპული, ზოგი იძახის 10 ათასს, ზოგი 18 ათასს. ამერიკელები ამბობენ რომ 2 – 3 ათასს არ აღემატება დანაკარგი. თავისთავად ცხადია, ძნელია ზუსტად განსაზღვრო ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ, მე იმიტომ მოვიყვანე ომის დაწყების მაგალითი ამერიკელების ზუსტი ინფორმაციის თაობაზე, როგორც ჩანს ჩვენ უფრო მაინც უნდა ვუსმინოთ იმ ქვეყნებსა და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტი კომპეტენცია გააჩნია. აქვე, არც ის არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამერიკელები და დასავლეთი ძალიან ეხმარებიან უკრაინას ამ თვალსაზრისითაც და ცხადია, ამ იარაღის, საინფორმაციო ომს ვგულისხმობ გამოყენებით მაქსიმალურად ცდილობენ გაანადგურონ რუსეთი, რაც აბსოლუტურად, კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გაუსვა და გავიმეორო, რომ ომის პირობებში დაშვებული ნორმაა’’ – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ რუსეთი ახლა არ იქნება შეჩერებული და დასჯილი, სხვა აგრესორები მსოფლიოს სხვა რეგიონებში სხვა ომებს დაიწყებენ
Next post 52 და 65 წლის ცოლ-ქმარს ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინა – სასიხარულო ამბავი, ბათუმში მოხდა