ლევან ნიკოლეიშვილი: ოცნებამ აჩვენა უმაღლესი კლასი! საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს! მართლა ბრავო!

Read Time:32 Second

„ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა უმაღლესი კლასი. პირველი და მთავარი, – საგარეო საკითხებთან მიმართებით სწორი პოზიციონირებისათვის, შექმნა რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც გამოხატა ღია მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის სუვერენული უფლებების მიმართ, ამავდროულად ტექსტს მსოფლიოში ვერავინ ეყოლება შემდავებელი (თქვენ წარმოიდგინეთ რუსებიც კი), იმდენად უდავო, სწორი და საყოველთაოდ აღიარებული მოცემულობები და მარტივი ჭეშმარიტებებია მოტანილი, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს.

„ქვეყნის შიგნით, ერთი ის რომ, გაემიჯნა რადიკალური ოპოზიციის პოზიციას, არ დაფიქსირდა მათთან ერთად ხელმომწერად, რითაც თავი დაიზღვია პროვოკაციული რიტორიკისგან როგორც ახლა, ისე (განსაკუთრებით) მომავალში. და მეორე, – იმავდროულად ოპოზიციასაც დააფიქსირებინა, რომ რეზოლუციის პრინციპებს ეთანხმებიან. მართლა ბრავო“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქართველიშვილი უსუფაშვილს: 9 აპრილის შემდეგ, ქართველი ხალხის სისხლი რომ დაიღვარა, ადექი და მეორე დილით კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდი. ახლა უსინდისოდ დგახარ და მორალს გვიკითხავ
Next post ილია მეორე ეპისკოპოს დიმიტრიზე: 46 წლისა წავიდა ჩვენგან და, მიუხედავად ახალგაზრდობისა, შეძლო სერიოზული კვალი დაეტოვებინა საქართველოს ეკლესიის იტორიაში