ლევან იოსელიანი – სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერ, უამრავი პრობლემაა, რაც ხალხს აწუხებს, ყველაფერი ერთ პარტიაზე არ უნდა აეგოს

Read Time:39 Second

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. იოსელიანი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიები უნდა შეიქმნას ისეთ საკითხებთან მიმართებით, რაც ხალხს აწუხებს და ყველაფერი ერთ პოლიტიკურ პარტიაზე არ უნდა აეგოს.

„საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერ. არ ვთვლი, რომ პარლამენტში ერთ პოლიტიკურ პარტიაზე და ერთ პოლიტიკურ ლიდერზე უნდა იყოს ძირითადად საუბარი. უამრავი პრობლემაა დაგროვებული და რაც ხალხს აწუხებს, იმ საკითხებზე უნდა შევქმნათ საგამოძიებო კომისიები, იმაზე, რაც ხალხის ინტერესია. ერთ პოლიტიკურ პარტიაზე არ უნდა აეგოს ყველაფერი.

გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი დღის წესრიგი უნდა, პარლამენტში შემოიტანოს და ეს სულ აქტუალური იყოს, მაგრამ მეორე საკითხია, ხალხს რა უნდა. მის მხარდამჭერებს შესაძლოა, ეს აინტერესებთ, მაგრამ ყველას არ აინტერესებს. ანუ მოქალაქეების 100 პროცენტიდან მათ მხარს უჭერს 20-25 პროცენტი, მეტი ხომ არა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია – მე ვთქვი, რა პირობებითაც დავუჭერ მხარს სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ პატიოსან სიტყვას ვენდობით
Next post უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ