ლევან იოსელიანი – პრეზიდენტს სურვილი აქვს, 5 მარტს მოვუსმინოთ, მას უნდა ჰქონდეს ამისი საშუალება

Read Time:42 Second

პრეზიდენტს სურვილი აქვს, 5 მარტს მოვუსმინოთ, მას უნდა ჰქონდეს ამისი საშუალება, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა.

იოსელიანს მიაჩნია, რომ ახლა საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება, აჩვენოს დაპირისპირება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მივიდეს პარლამენტში.

„პრეზიდენტს სურვილი აქვს, 5 მარტს მოვუსმინოთ. მას უნდა ჰქონდეს საშუალება, მოვიდეს და პარლამენტის წინაშე წარდგეს. მოსაზრება იყო, რომ ეს იყოს 15 მარტს, მაგრამ მნიშვნელოვანია კონტექსტი გავითვალისწინოთ. ვინაიდან, პრეზიდენტი თვლის, რომ 5 მარტს უნდა მოვიდეს, მას ამის საშუალება უნდა ჰქონოდა. 5 მარტს რის თქმასაც აპირებდა, იმას იტყვის 15 მარტსაც. ანგარიში არ შეიცვლება. ამიტომ ვერ ვხვდები, პარლამენტის მხრიდან გაჯიუტება რას ემსახურება, რომ პრეზიდენტმა ანგარიში 5 მარტს წარადგინოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ბიუროს სხდომაზე განიხილება საკითხი, თუ რომელ დღეს წარდგეს პრეზიდენტი წლიური ანგარიშით. ოპოზიცია ითხოვს, რომ ანგარიში პრეზიდენტმა 5 მარტს წარადგინოს, ხოლო უმრავლესობის მოსაზრებით, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სასესიო კვირის პირველსავე სხდომაზე უნდა მივიდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ოქრუაშვილი საბრძოლველად უკრაინაში წავიდა
Next post საქართველოს პრეზიდენტი ხვალ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით აღარ წარდგება