ლევან იოსელიანი – მიხეილ სააკაშვილმა თავის საწადელს მაინც მიაღწია, დღის წესრიგი თვითმმართველობის არჩევნებიდან მის სასარგებლოდ გადაიტანა

Read Time:49 Second

მიხეილ სააკაშვილმა თავის საწადელს მაინც მიაღწია და დღის წესრიგი თვითმმართველობის არჩევნებიდან გადაიტანა მის სასარგებლოდ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, დღეს და ხვალ სავარაუდოდ, იქნება იმის გარკვევა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში, რაც იოსელიანის თქმით, სამწუხაროა, რადგან ეს პერიოდი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს უნდა დათმობოდა.

„დღეს და ხვალ სავარაუდოდ, იქნება იმის გარკვევა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში, რაც ჩემთვის სამწუხაროა, რადგან რეალურად, ეს პერიოდი იმ საკითხებზე საუბარს უნდა დათმობოდა, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი და რასაც აბუჩად იგდებენ, რომ სახურავებზე და გზებზე ხომ არ ვილაპარაკებთო. დიახ, სახურავებზე და გზებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, ჩამოვიდა თუ არა საქართველოში სააკაშვილი. თუ ჩამოვიდა, სახელმწიფო აბსოლუტურ უსუსურობას იჩენს და ამტკიცებს, რომ ე.ი. საზღვარი ფაქტობრივად ჩვენ არ გვაქვს და შეიძლება, შეხვიდე-გამოხვიდე, თუმცა არც საპირისპირო გამიკვირდება, რომ ეს იყოს ტყუილი, რადგან მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბევრი დაპირება გამიგია, რომელიც შემდეგ არ შესრულებულა. ის, რომ დღეს, არჩევნების წინა დღეს მედია კონცეტრირებულია სხვა საკითხზე და არავინ საუბრობს თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს მხოლოდ სამწუხაროა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა
Next post მამუკა მდინარაძე: როდესაც ასეთი თაღლითური ფეიკებით ცდილობენ ხალხის დარწმუნებას რაღაცაში, ეს უმძიმესი შეურაცხყოფაა და თავისი ამომრჩეველიც დასჯის ამისთვის