ლევან იზორია: საქართველო ნატოს წევრი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით გახდება

Read Time:1 Minute, 3 Second

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ამერიკელი ექსპერტის მოსაზრებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ამერიკელ ექსპერტს ლუკ კოფს მანამდე ესაუბრა, ვიდრე საჯარო განცხადებას გააკეთებდა.

“მე ვესაუბრე ამ ტექსტის ავტორს განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე და ცალსახად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ქვეყნის განწყობა. ტერიტორიული მთლიანობა ამ ექსპერტის განცხადებაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით. ყველა ექსპერტს შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს ნატოში გაწევრიანების პექსპექტივზე. მე როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, პრინციპულად პოზიცია დავაფიქსირე”,- განაცხადა ლევან იზორიამ.

საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველის ლუკ კოფის განცხადებით, არც ერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ აქვს იმდენი ინიციატივა ნატოსთან, რამდენიც საქართველოს. ამის შესახებ მიმომხილველმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

ლუკ კოფმა დასძინა, რომ საქართველო ნატო-ში შეიძლება გაწევრიანდეს განსაკუთრებული კომპრომისის – „დროებითი ღონისძიებების“ საფუძველზე. “ბევრს ეშინია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება აუცილებლად ნიშნავს რუსეთთან ომს. საქართველო შესაძლოა, მიიწვიონ 1949 წლის შეთანხმების მე-6 მუხლში შეტანილი შესწორების საფუძველზე. ეს შესწორება გულისხმობს, რომ მე-5 მუხლის მოქმედება დროებით არ გავრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ეს დროებითი ღონისძიება იმოქმედებს იქამდე, ვიდრე საქართველო მშვიდობიანი და დიპლომატიური საშუალებებით არ აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ნაბიჯი მოსკოვს გამოაცლის ბერკეტს, რომ მოახდინოს ზეგავლენა ქვეყნებზე, რომელთაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, თუმცა მათი ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული” –  თქვა ლუკ კოფმა და მაგალითად 1951 წელს, ალიანსში საბერძნეთისა და თურქეთის გაწევრიანება დაასახელა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში ვენახების კადასტრის შედგენაში პორტუგალიელი ექსპერტი ჩერთო
Next post შრომის ინსპექციის შესაქმნელად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო