პარასკევი, სექტემბერი 18, 2026

ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტო ავრცელებს.

საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდებიან და სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად, ლევან იზორია თურქეთის პრემიერმინისტრ ბინალ ილდირიმთან გამართულ შეხვედრასაც დაესწრება.

კონფერენციის პარალელურად,  დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის თავდაცვის მინისტრ ურსულა ფონ დერ ლეიენთან, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრ მარკ ლანკასტერსა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრ ფრანკ ბაკე-იენსენთან, სადაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უცხოელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს   განიხილავს.

მიუნხენის კონფერენცია საქართველოს შესახებ სპეციალურ ღონისძიებასაც მასპინძლობს. ქართული პოლიტიკისა და ლიტერატურის საღამოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა და კულტურისა და სპორტის მინისტრებთან ერთად დაესწრება.

სამი დღის განმავლობაში, მიუნხენში შეკრებილი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ევროპული და გლობალური უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. 2018 წლის საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგის მთავარი თემაა ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი და მისი ურთიერთობები რუსეთთან და აშშ-თან.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების განსახილველ მთავარ გლობალურ ფორუმად ჩამოყალიბდა. ყოველი წლის თებერვალში კონფერენცია თავს უყრის  450-ზე მეტ მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მთელი მსოფლიოდან – სახელმწიფოს მეთაურებს, მინისტრებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მედიის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იუსტიციის სამინისტრო – ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.სამინისტროს ცნობით, საქართველოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას:შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან; შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში; შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.„საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს – მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე. საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნის პარკის შემდეგ.ახალმოწყობილი პარკი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ახალი პარკის სახით. ჩვენს დედაქალაქს ყველანაირად მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცე შეემატა. რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა არც გზები და არც სხვა ინფრასტრუქტურა, დღეს კი ყველაფერი მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში დაირგო ხე-მცენარეები, დამონტაჟდა ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის შეიქმნა შესაბამისი სივრცე, სადაც შეძლებენ გართობას, დასვენებას, ვარჯიშს და ა.შ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ სამუშაოებს. ჩვენთვის არ არსებობს ცენტრალური და მეორეხარისხოვანი უბნები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა რაიონი, ყველა უბანი იყოს თანაბრად განვითარებული. შესაბამისად, საამაყოა, რომ სიდიდით მეორე პარკი დედაქალაქში სწორედ სამგორის რაიონში გაიხსნა. მეც გახარებული ვარ თქვენთან ერთად და მინდა, ერთი რამ გთხოვოთ: მოვუაროთ ამ სივრცეს. ეს თქვენი სივრცეა, რომელსაც თქვენი შვილები, შვილიშვილები გამოიყენებენ ყოველდღიურ რეჟიმში. ასე რომ, ერთად მოვუაროთ მას და შევინარჩუნოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. კერძოდ, განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტპარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე, მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი, მცირე ზომის ველოტრეკი და კინოლოგიური სივრცე.პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. დაირგო 13 873 ძირი ნერგი და დაითესა ბალახი. სამუშაოების ღირებულებამ 21 756 964 ლარი შეადგინა.ახალგახსნილი პარკი დედაქალაქის მერთან ერთად მისმა მოადგილეებმა – ანდრია ბასილაიამ და ირაკლი ბენდელიანმა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, ასევე დედაქალაქის მთავრობისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია

გაირკვა იმ ქართველი ძიუდოისტების ვინაობა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. პლანეტის პირველობას 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.ტურნირზე საქართველოს ღირსებას 13 სპორტსმენი დაიცავს – ცხრა კაცი და ოთხი ქალი.სანაკრებო განაცხადი ასე გამოიყურება:კაცები:60 კგ: გიორგი სარდალაშვილი66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი81 კგ: ტატო გრიგალაშვილი90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე100 კგ: ილია სულამანიძე+100 კგ: გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილიქალები:57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე70 კგ: ნინო გულბანი+78 კგ: სოფიო სომხიშვილი2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) დაისაკუთრა, ვიცე-ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლუკა მაისურაძე (90 კგ) დაეუფლა.

კახა კალაძე – ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან

ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა.მისივე განმარტებით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ქვეყნის საწინააღმდეგო დავალებების შესრულებით არიან დაკავებულები.„ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან. საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცის, ვინ ვინ არის. იცის ის, რომ ოპოზიცია ჩართულია ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. ცდილობენ, შეასრულონ გარედან მისული დავალებები. ცხადია, არა სამშობლოს სასიკეთოდ, რადგან გარე პატრონებს თავიანთი ინტერესები აქვთ. სურთ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად, საქართველო, უკრაინა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. ამას რომ ჩვენი ქვეყანა შეეწიროს, არ დავუშვებთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები