ლევან დავითაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს სტაბილური გარემო – პირველ რიგში, გვქონდეს მშვიდობა, რომ უზრუნველვყოთ ეკონომიკის ზრდა და ეკონომიკური განვითარება

Read Time:38 Second

საქართველოში შექმნილია დოვლათი მნიშვნელოვნად უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების და მათ შორის, ევროპის აღმოსავლეთის ქვეყნების – ეს ქვეყნები საკმაოდ სწრაფად გაიზარდა, მათ ბევრი პრობლემა თავიდან აიცილეს და მოახერხეს, რომ ერთობით, ევროკავშირის დახმარებით მოახერხეს თავიანთი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება , – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ამის საშუალება არ გვქონდა, ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გამოვიარეთ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და ეკონომიკის ხელახალი შენება დავიწყეთ, ამიტომ ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სტაბილური გარემო – პირველ რიგში, გვქონდეს მშვიდობა, რომ უზრუნველვყოთ ეკონომიკის ზრდა და ეკონომიკური განვითარება, შევქნათ დოვლათი და დავეწიოთ და ახლოს ვიყოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნებთან მაინც და ევროკავშირის სტანდარტებს მივუახლოვოთ ჩვენი ცხოვრების დონე. სხვა ალტერნატივა და გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს სტაბილურობა, მშვიდობა და საქართველო უნდა იყოს საიმედო და სანდო პარტნიორი უცხოელი ეკონომიკური აგენტებისთვის“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ამ სამეულის მიზანი შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. ერთი – ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას და მეორე – რადიკალური ოპოზიციის შიგნით ატეხილი ორომტრიალი ოლიგარქიული დაფინანსებისთვის
Next post საფრანგეთში კაცმა ლატარიაში 160 მილიონი ევრო მოიგო