ლევან გოგიჩაიშვილი: რუსეთში, კონტრაქციებს პუტინგებს ეძახიან, ჩვენ შეგვიძლია 29 აპრილის აქციას ბიძინგი ვუწოდოთ

Read Time:34 Second

რუსეთში, კონტრაქციებს  პუტინგებს ეძახიან, ჩვენ შეგვიძლია 29 აპრილის აქციას ბიძინგი ვუწოდოთ. ეს არის აგრესიის აქტი, რომელიც არის მიმართული ახალგაზრდობის წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ასეთი კონტრაქციები ახასიათებთ იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ბუნებით არიან ავტორიტარული. ასეთ პერფომანსებს აკეთებდა თავის დროზე წინა ხელისუფლება, სააკაშვილი. რუსეთშიც ხელისუფლება ხშირად იყენებს ამ ტექნოლოგიებს პუტინის მხარდასაჭერად და სამწუხაროდ, სხვა გზა არ დარჩენია ივანიშვილს თავისი ქმედებიდან გამომდინარე, რომ იგივე ტექნოლოგიები გამოიყენოს და იგივე ხერხს მიმართოს. მაგალითად, რუსეთში ასეთ აქციებს ეძახიან პუტინგებს, ჩვენ შეგვიძლია, 29 აპრილის აქციას ვუწოდოთ ბიძინგი, პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ რომ მართლა ბიძინგია და სხვა არაფერი, ეს არის აგრესიის აქტი, რომელიც არის მიმართული ახალგაზრდობის წინააღმდეგ, ანუ პოლარიზაციის გაღრმავებისთვის, უფრო მეტი რადიკალიზაციისთვის”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის მეცნიერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი საჯარო ლექციით წარსდგა
Next post ალექსანდრე იაშვილი: მინდა, ჩვენი ნაკრების სახელით, უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ მადლობა გადავუხადო