ლევან ბეჟაშვილი: ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ვერც ერთ პოლიტიკურ ლიდერს ვერ ექნება ჩვენზე გავლენა

Read Time:41 Second

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, აგრძელებს კონსულტაციებს ალეკო ელისაშვილთან და სხვა პარტიებთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„მთავარი ამოსავალი დებულება სწორედ ეს არის. შესაბამისი შეხვედრა აუცილებლად გაიმართება იანვრის ბოლოს და ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ვერც ერთ პოლიტიკურ ლიდერს ვერ ექნება ჩვენზე გავლენა. მთავარი ამოსავალი ჩვენთვის არის საზოგადოებასთან ერთად იმ მიზნის მიღწევა, რასაც ჰქვია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ლელოს“ და ვაშაძის პარტიას შეთანხმება უნდათ, „ევროპულ საქართველოს“ – არა. ის ასევე აცხადებს, რომ „გადაწყვიტეს, ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს“.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგი უგულავა: ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ და არა იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანისგან გაუგებარ წინადადებებს
Next post ალეკო ელისაშვილი: ვიღაცებისთვის ოპოზიციური ერთობა, უბრალოდ ცხოვრების წესია, მაგრამ ჩვენთვის არა – ბოდიში