ლევან ბეჟაშვილი – „ვარდების რევოლუციამ“ სათავე დაუდო თანამედროვე, წარმატებულ ქართულ სახელმწიფოს, ამის ამერიკის აგენტობად მოხსენიება არის რუსული ნარატივი

Read Time:50 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მათ ვერ გაურჩევიათ, ვინ არის მთავარი საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და დამოუკიდებლობისთვის.

„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია უკვე სამარცხვინო ხასიათს იღებს. ამ ოთხეულის როტორიკა პრაქტიკულად შეესაბამება რუსეთში, ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეაში არსებულ განცხადებას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და ყველა ხალხის მტერი და ამერიკის აგენტია. ამ ადამიანებს ვერ გაურჩევიათ, ვინ არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის და ჩვენი დამოუკიდებლობისთვის მთავარი საფრთხე. ამიტომ არის, რომ საზოგადოებაში „ქართულ ოცნებას“ რუსულ ოცნებას ეძახიან“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების განცხადების იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლების მთავარი ლიდერები და იდეოლოგები ამერიკულ აგენტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ“, – ბეჟაშვილის თქმით, ეს არის რუსული ნარატივი.

„ვარდების რევოლუციამ“ სათავე დაუდო თანამედროვე წარმატებულ ქართულ სახელმწიფოს. მიხეილ სააკაშვილი და მთელი მისი გუნდი იყო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არქიტექტორი. ამიტომ ვარდების რევოლუციის მოხსენიება ამერიკის აგენტობად და ა.შ. არის რუსული ნარატივი, რუსული აგენტურის მიერ საქართველოში გავრცელებული ნარატივი. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში გვყავს ისეთი ძალა, რომელიც საქართველოში რუსული აგენტურის ნარატივს პირდაპირ ახმოვანებს“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის მონაწილეობა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციაში გადამწყვეტია
Next post გერმანიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი მარკო ბუშმანი