ლაშა ხუციშვილი: 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება

Read Time:42 Second

2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების წარდგენისას. მისი თქმით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში:

• COVID-19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები იზრდება 446,0 მლნ ლარით;

• ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75,0 მლნ ლარი;

• დევნილთა სახლებით უზრუნველყოფაზე დამატებით მიიმართება 35,0 მლნ ლარი;

• სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 177,0 მლნ ლარით;

• ეკონომიკის მწარმოებლური სექტორების ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებულია 55,0 მლნ ლარი;

• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით მიიმართება 220,0 მლნ ლარი;

• განათლების დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება 30,0 მლნ ლარით;

• დამატებითი 30,0 მლნ ლარია გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროს, რაც აუცილებელია ჩვენს მიერ დაწყებული პროექტების შეუფერხებლად განსახორციელებლად.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პროექტი ხვალ წარედგინება საქართველოს პარლამენტს, სადაც განხორციელდება თითოეული მიმართულების დეტალური განხილვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც ჩვენს ხალხსა და მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, მათ რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაატარეს ღონისძიება, მაგრამ დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს