ლაშა ხუციშვილი: საბაჟო დეპარტამენტი განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში მუშაობს – საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის

Read Time:42 Second

„შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტი განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში მუშაობს. რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია შემომსვლელთა ნაკადები, როგორც სატვირთო მიმართულებით, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს. ამ მიმართულებით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის“, – აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

მისივე თქმით, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი დადგენილი წესების მიხედვით ხორციელდება.

„ეს ნიშნავს, რომ გამშვებ პუნქტებზე ხდება შესაბამისი ინფორმაციების. ხორციელდება შესაბამისი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პირთან მიმართებით. ამ მიმართულებით თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ძალიან აქტიურად მუშაობს. ბუნებრივია, გაზრდილი ნაკადებიდან გამომდინარე, მეტი დატვირთვით მუშაობენ, ვიდრე აქამდე ხორციელდებოდა. გაზრდილია არა მხოლოდ ქვეყანაში შემოსვლა, არამედ გაზრდილია ქვეყნიდან გაზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, ამ მიმართულებით ცვლილება ისაა, რომ გაიზარდა დატვირთვა ყველა უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელია როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე ფისკალურ წესრიგზე, ქვეყნის ფისკალურ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: დღევანდელ სიტუაციაში, ამის განხორციელება საზღვართან პროვოცირებასa და შუღლს იწვევს. ეს პარტიაც და ორგანიზაციაც მჭიდრო კავშირშია აშშ-ს საელჩოსთან და მოვუწოდებთ მათ, გაემიჯნოს მსგავს ქმედებებს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და ეფუძნება ჩვენს რწმენას, ერთიან, ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის