ლაშა ხუციშვილი – მიმდინარე წელს 400 მილიონ ლარზე მეტ დამატებით რესურსს ველოდებით
მიმდინარე წელს, დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტ დამატებით რესურსს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გაგრძელდება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენცია.
„წელს ველოდებით დამატებით საგადასახადო შემოსავლებს ბიუჯეტში. ჩვენ გავაგრძელებთ ტენდენციას, რომელიც გვქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა ბიუჯეტის ზრდის პარალელურად, ჩვენ ვამცირებდით საბიუჯეტო დეფიციტს. ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ მიმდინარე წელი დავიწყეთ 4.4%-იანი დეფიციტით, წელს დავასრულებთ 3.1%-იანი მაჩვენებლით. შედეგად კანონით გათვალისწინებულ ნორმას დეფიციტის მაჩვენებელი უკვე მიმდინარე წელს დაუახლოვდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრმა ისაუბრა იმ მიმართულებებზეც, რომელზეც გადანაწილდება დაახლოებით, 400 მლნ ლარი.
„2023 წლის ბიუჯეტში, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის გათვალისწინებულია 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის დაწყება. ჩვენ წელსვე დავიწყებთ ამ პროგრამას და ამ მიმართულებით გამოვყოფთ დამატებით 55 მილიონ ლარს. 200 მილიონი ლარი სესხის სახით გამოეყოფა ნავთობისა და გაზის კორპორაციას, რომელიც მოხმარდება ბუნებრივი აირის შესყიდვას. თანხის დიდ ნაწილს კომპანია დააბრუნებს 2023 წელს. 2023-2024 წლებში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისოდ აღიარებული არტისტების ჩამოყვანის დასაფინანსებლად გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს, რომელიც არსებითაც დაეხმარება ტურისტულ სექტორს ზრდაში. გამართული კონცერტებიდან მიღებული შემოსავლები მოხმარდება მომავალში მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, გარდა ამისა, ნაწილობრივ თანხები გამოიყოფა იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებისთვისაც თანხა გათვალისწინებულია 2023 წელს, თუმცა შესაძლებელია ხარჯების ნაწილი უკვე მიმდინარე წელს გაიწიოს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, აეროპორტები კი მეტ მგზავრს მოემსახუროს
საქართველოს ავიაბაზარზე ორი საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის ფრენის ნებართვა ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia -...
ლარში აღებულ 180 ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება
მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ, 13...
ლევან დავითაშვილი – გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, რათა ინფლაციური წნეხი მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო
ჩვენ მოვახდინეთ ინფლაციის კონტროლში მოქცევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ...
მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნები საცხოვრებლად – რომელ ადგილზეა საქართველო?
numbeo ცხოვრების ღირებულების 2024 წლის ინდექსს აქვეყნებს, სადაც საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნებია წარმოდგენილი. ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე ნაკლები ქულა აქვთ, შედარებით...
“ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები რომ საქართველოში იფრინონ”
ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის...
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თაღლითებმა არ აიღონ სესხი თქვენი სახელით
აკონტროლეთ ვის აქვს წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე და შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია. თაღლითებს ნამდვილად შეუძლიათ უცხოსგან სესხის აღება. მომხმარებელი კი...