ლაშა ხუციშვილი: იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმის სექტორის აღდგენას 40-45%-ით მოვახერხებთ, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება

Read Time:35 Second

იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმის სექტორის აღდგენას 40-45%-ით მოვახერხებთ, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„საბაზისო სცენარში გვაქვს, რომ დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 6, 5 პროცენტით უნდა აღდგეს, ხოლო რაც შეეხება პესიმისტურ სცენარს, პესიმისტური სცენარით რჩება უკვე მიმდინარე სცენარი, რომელიც იყო 4,3%. რაც შეეხება ოპტიმისტურ სცენარს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოვახერხებთ ტურიზმის სექტორის აღდგენას.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ტურიზმის სექტორის აღდგენა მოვახერხებთ დაახლოებით 40-45%-ით ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დღევანდელი სურათით, ვფიქრობ, რომ საკმაოდ რეალისტურია ის დაშვება, რომლის მიხედვითაც 40-45 პროცენტით უნდა აღდგეს ტურიზმის სექტორი, რადგან მიმდინარე თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო წილოსანი: როდესაც პანდემიის გამო უამრავი ადამიანი მძიმე სოციალ-ეკონომიკურ პირობებშია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯები საკმაოდ მწვავედ დგას
Next post დავით სონღულაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბიუჯეტზე: თითოეული თეთრი უნდა იყოს სწორად და ეფექტურად გახარჯული, განსაკუთრებით მაშინ, როცა პანდემიური მდგომარეობაა