იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმის სექტორის აღდგენას 40-45%-ით მოვახერხებთ, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„საბაზისო სცენარში გვაქვს, რომ დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 6, 5 პროცენტით უნდა აღდგეს, ხოლო რაც შეეხება პესიმისტურ სცენარს, პესიმისტური სცენარით რჩება უკვე მიმდინარე სცენარი, რომელიც იყო 4,3%. რაც შეეხება ოპტიმისტურ სცენარს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოვახერხებთ ტურიზმის სექტორის აღდგენას.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ტურიზმის სექტორის აღდგენა მოვახერხებთ დაახლოებით 40-45%-ით ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დღევანდელი სურათით, ვფიქრობ, რომ საკმაოდ რეალისტურია ის დაშვება, რომლის მიხედვითაც 40-45 პროცენტით უნდა აღდგეს ტურიზმის სექტორი, რადგან მიმდინარე თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.