ლაშა ნაცვლიშვილი: ჩატარებული ოპერაციის შესახებ სუს-ის მხრიდან ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება გამოძიების ინტერესებს აზიანებდა

Read Time:44 Second

ჩატარებული ოპერაციის შესახებ სუს-ის მხრიდან ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება, რა საკვირველია, აზიანებდა გამოძიების ინტერესებს და ჩემი აზრით, ამით იხელმძღვანელა სუს-მა, როდესაც ეს ინფორმაცია, ეს წარმატება დაუმალა ქართულ საზოგადოებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც გამოძიებას ჯერ წინ აქვს , რომ დაადგინოს ყველა დეტალი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ვინ იყო დამკვეთი, ვის ინტერესს ემსახურებოდა შემსრულებელი, იყვნენ თუ არა ჩართულნი საერთაშორისო ტერორისტული ან სხვა ორგანიზაციები ამ საზარელი დანაშაულის დაგეგმვაში, ჯერჯერობით, ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი არაა. ,,ჩატარებული ოპერაციის შესახებ სუს-ის მხრიდან ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება, რა საკვირველია, აზიანებდა გამოძიების ინტერესებს და ჩემი აზრით, ამით იხელმძღვანელა სუს-მა, როდესაც ეს ინფორმაცია, ეს წარმატება დაუმალა ქართულ საზოგადოებას. მეორე მხრივ, ჩვენ მივიღეთ ამ ინფორმაციის გამჟღავნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამჟღანვნება გამოძიებას გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის, თუ სპეციალურად არ გაამჟღავნეს, რომ ხელი შეეშალათ გამოძიებისთვის და ორგანიზატორებმა კვალი წაშალონ“ – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქსტატი: საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი თვეში 1 423 ლარია, ქალის – 960 ლარი
Next post ლაშა ნაცვლიშვილი: არაფერი გარდა პოზიტივისა სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული