ლაშა ნაცვლიშვილი: მიშას საკუთარი სცენარი აქვს და არავის დაგიდევთ, არც ეგზიტპოლი შეაკავებს, არც ცესკო და არც ეუთო და ოდირი

Read Time:1 Minute, 36 Second

არსებობს ერთი კაცი, რომელსაც თავისი ბუღალტერია აქვს და დანარჩენი ოპოზიციის რთული ინტეგრალები თუ ამომრჩევლის განწყობებიდან ამოყვანილი კვადრატული ფესვი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. ეს კაცი – მიხეილ სააკაშვილია. იგი ივანიშვილის მომხრე უმრავლესობაში არ თევზაობს, მისი არეალი – საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი უმცირესობაა,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი, ქართული ოცნების კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ,,პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

მისი თქმით, მიშას გიჟივით უნდა ძალაუფლება და თან ზუსტად იცის, რომ არჩევნების გზით, ვერც მარტო და ვერც დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად, ივანიშვილს ვერ ამარცხებს, ამიტომ, რჩება ერთდადერთი გზა – რევოლუცია.

როგორც ლაშა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, სააკაშვილი გააკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება რევოლუციას და აინუნში არ ჩააგდებს „უსაფრთხო პროტესტის“ იდეოლოგებისა და აპოლოგეტების კრუსუნს.

,,პირველი წინაპირობა, რაც მიშას რევოლუციისთვის სჭირდება, არის უპირობო დომინაცია ოპოზიციურ ფლანგზე. არა უბრალოდ მყარი მეორე ადგილი – ეს მისთვის საკმარისი არ არის – მიშას პროგრამა-მინიმუმია, აიღოს იმაზე მეტი ხმა, ვიდრე ჯამურად აიღებს დანარჩენი ოპოზიცია, რასაც მათი სამომავლო, უსიტყვო მორჩილების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მიიშნევს. ამ მიზნის მისაღწევად, მიშა, არათუ საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას დაარღევს და მორიგ დეკანოიძეს დააყენებს სადმე, არამედ დეკანოიძესაც კი დაუყენებს რომელიმე სალომე სამადაშვილს, რამდენიმე ხმით მეტის აღების შანსს თუ დაინახავს. მეორე წინაპირობა – არჩვენების გაყალბების, წინასარევოლუციო ისტერიის და ხელისუფლების იოლად ჩამოშლის ილუზიის შექმნაა. ამისთვისაც მიშა ყველაფერს გააკეთებს, განსაკუთრებით, რეგიონებში – იქნება უხეში პროვოკაციები, ძალადობის ინსპირირება, სამხარეო თუ ადგილობრივ ადმინისტრაციებთან და „ოცნების“ საარჩევნო შტაბებთან მივარდნები. თუ გაუმართლა – შევარდნებიც. ეს ხომ სიგიჟეა, იტყვით თქვენ და რაციონალური ლოგიკიდან გამომდინარე, მართალიც იქნებით. მაგრამ მიშას მიაჩნია, რომ სწორედ თქვენ ხართ გიჟები, ვინც ასე არ ფიქრობთ“,- აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

,,ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის აზროვნების და რაც მთავარია, მოქმედების ტიპი, პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი ფორმულა – გეომეტრიული პროგრესიით აღმავალი ესკალაციაა და ის ყველა შემთხვევაში წავა გამწვავებაზე. ნაცვლიშვილის თქმით, სააკაშვილი სხვა მეთოდს უბრალოდ არც ცნობს და არც იცნობს.

,,ისტერიული ესკალაციაა მისი ე.წ. „მოდუს ოპერანტი“ და ამ მეთოდს არც 2020-ის შემოდგომაზე უღალატებს – არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე, მიშა იტყვის რომ არჩევნები გაყალბდა და მოუწოდებს თავის მომხრეებს რევოლუციისკენ. არც ეგზიტპოლი შეაკავებს, არც ცესკო და არც ეუთო და ოდირი. მას საკუთარი სცენარი აქვს და არავის დაგიდევთ” ,- ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის
Next post გიორგი გახარია – მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, სასკოლო პროცესის გადადებაზე არანაირი საუბარი არ არის