ლაშა ბექაურმა ისრაელში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ააჟღერა ??

Read Time:27 Second

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამარცხა და ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

90 კგ წონით კატეგორიაში, მესამე ადგილის მფლობელი ბექა ღვინიაშვილი გახდა, რომელმაც აზერბაიჯანელ მეხდიევს სუფთა გამარჯვებით სძლია.

ამ დროისთვის თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ბრინჯაოს ორი მედალია.

ცნობილია, რომ გელა ზაალიშვილი, რომელმაც ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი დაამარცხა, ფინალში რუს ტამერლან ბაშაევს შეხვდება. თუშიშვილი კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ქართველები – ონისე დანებლიძე და ილია სულამანიძე დაუპირისპირდებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი აქცენტირება
Next post მარნეულში, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანია