ლადო კახაძე: საარჩევნო ყუთთან თქვენი კეთილგონიერი გადაწყვეტილებით, უსაფრთხოდ, სამართლიანად და გამჭვირვალედ „სიძულვილის ვირუსის“ სრულად მოსპობა შეგიძლიათ

Read Time:37 Second

ჩემი პროფესიის გამო ბევრ სივერაგეს შევხვედრილვარ, ბევრ დაავადებასთან მქონია საქმე და თავადაც ბევრი ცუდი დიაგნოზი დამიწერიაა, მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლადო კახაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„21-ე საუკუნეში საშინელება აღმოვაჩინე, თითქმის განუკურნებელი ვერაგი ვირუსი – „სიძულვილის ვირუსი“, რომელიც კორონავიურსზე გაცილებით უარესია, გესლიანია, შხამიანია. „სიძულვილის ვირუსით“ დაავადებულ ტვინს შეუძლია ხელი აღმართოს ოჯახზე, შეეხოს და წაბილწოს ოჯახის სიწმინდეები, უარყოს ოჯახში ჩაბუდებული რწმენა და სიყვარული, სითბო, ერთგულება, მსახურება, კულტურა, ტრადიცია, მაგრამ ამ ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაც ვიპოვე – სიყვარული, გიყვარდეთ თქვენი ოჯახები.

კორონავირუსს ეშველება, მივმართავ სრულიად საქართველოს, ოჯახის შვილნო, დიახ, ჩვენი ქვეყნის, თქვენი საქართველოს ოჯახის შვილებო, თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი, საარჩევნო ყუთთან თქვენი კეთილგონიერი გადაწყვეტილების არჩევანის მეოხებით, სავსებით უსაფრთხოდ, სამართლიანად და გამჭვირვალედ შეგიძლიათ ამ „სიძულვილის ვირუსის“ სრულად მოსპობა“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“: ხომ გაგიგიათ, „პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო“ – სახეს გაუფრთხილდით
Next post რესან კონცელიძე ბათუმის აგრარულ ბაზარსა და სავაჭრო ცენტ „დი-ენ-შოპ“-ში დასაქმებულებს შეხვდა