„ლაგუნა ვერე”-ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართუ ფონდის” კიდევ ერთი საჩუქარი ქართველ ხალხს

Read Time:39 Second

კახა კალაძემ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება-მოწესრიგების პროექტის დეტალებზე ისაუბრა. თბილისი მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ესმის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების რეაქცია და ამის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რადგან ეს თბილისის ცენტრალური ნაწილია.

„მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და მეტიც – ტერიტორია საკუთრებაში გადმოეცემა მუნიციპალიტეტს. რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ამ გადაწყვეტილებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით მოვაწესრიგებთ არსებულ სივრცეს და ერთად განვსაზღვროთ, როგორი ფორმით განვახორციელოთ რეაბილიტაცია. მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს და საზოგადოების ჩართულობით ჩავატაროთ არსებული სივრცის რეაბილიტაცია“, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე არსებული აბრეშუმის ქარხანას შენობა შენარჩუნდება და ახალ პროექტს შეერწყმება, იმის მიუხედავად, რომ ეს არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მისივე ცნობით, პროექტზე არქიტექტურის კუთხით მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ბატონმა კასიანოვმა „უკრაინსკაია პრავდას“ კი არა, იქნებ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს უთხრას, საქართველოდან თქვენს ევაკუაცია ვაპირებო – მაინტერესებს, როგორ გაასწრებს მათ რისხვას და ვის მოუწევს სასწრაფო ევაკუაცია
Next post გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ბატონი კასიანოვი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მგონი, ჩვენგან დასჭირდება დაცვა საკუთარი მოქალაქეებისგან