ლაგოდეხში 16 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

Read Time:35 Second

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე “ქრონიკისთვის” ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სავარაუდო მოძალადე მოზარდისა და მისი ოჯახის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. 40 წლის კაცი ამბობს, რომ არც გოგოს ორსულობის შესახებ იცოდა, მშობიარობის შემდეგ კი მოსწავლის მშობლებმა გაჩუმების სანაცვლოდ ათი ათასი ლარი მოითხოვეს.

არასრულწლოვანი კი ირწმუნება, რომ სავარაუდო მოძალადის ოჯახმა მის მშობლებს ფაქტის დამალვისთვის ოქრო შესთავაზა.

არასრულწლოვნის ორსულობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოზარდი სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია გენეტიკური ექსპერტიზა, რომელმაც მამის ვინაობა უნდა დაადგონოს. საქმეზე გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალურ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გულიახმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 40 წლის მამაკაცს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პატრიარქმა ფერეიდნელი ქართველები მიიღო
Next post რას ფიქრობენ ბავშვები ბავშვთა დაცვაზე? – ACT-ის ვიდეორგოლი