კურტ ვოლკერი – როდესაც გაქვთ სტრატეგიული აქტივები, რომლებიც განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ისინი არ უნდა გაიყიდოს კერძო კომპანიებზე მთავრობის ნებართვის გარეშე

Read Time:1 Minute, 39 Second

 

„როდესაც თქვენ გაქვთ სტრატეგიული აქტივები, რომლებიც განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ისინი არ უნდა გაიყიდოს კერძო კომპანიებზე მთავრობის ნებართვის გარეშე, ასევე, როდესაც კერძო კომპანიაა მფლობელი, სხვა მხარისთვის არ უნდა შეეძლოს მიყიდვა მთავრობის ნებართვის გარეშე – სწორედ ასეა შესაძლებელი იმის თავიდან არიდება, რომ საკუთრება რუსეთი ან ჩინეთის ხელებში არ გადავიდეს ან რაიმე მსგავსი. ამის გაკეთება საკმაოდ გონივრულია. მეორე, რასაც, ჩემი აზრით, კანონმდებლობა აკეთებს, ისაა, რომ ის ცდილობს, რეგულატორების ადმინისტრაციული საშუალებები გააძლიეროს, რათა კომპანიებმა შეასრულოს მთავრობის გადაწყვეტილებები, რაც ასევე ძალიან გონივრულია. ასე რომ, ვფიქრობ, თავად კანონმდებლობას საკმაოდ გონივრული მიზნები აქვს“, – ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და ყოფილმა წარმომადგენელმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ საუბრისას კურტ ვოლკერმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მიღმა ძალიან გონივრულ მიზნებს ხედავს.
მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები საკმაოდ გონივრულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღსრულდება ის კონკრეტულ შემთხვევებში.
ვოლკერი ასევე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას ინტერვიუს „ინტერპრესნიუსთან“, სადაც ყოფილი დიპლომატმა ისაუბრა „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებულ პრობლემებზე და ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლოა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები სწორედ ამ ერთ კონკრეტულ კომპანიას უკავშირდებოდეს.
„სხვა საკითხია, როგორ იქნება გამოყენებული კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევებში, და თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შემთხვევა, დაკავშირებული ამ კომპანიასთან, რომელიც ცდილობდა, განემარტა სიტუაცია რეგულატორთან ერთად. როგორც ვიცი, ახლაც საუბრობენ რეგულატორთან, მაგრამ რამდენიმე საკითხი უკავშირდება იმას, თუ როგორ შეიძლება, იქნას ეს კანონმდებლობა გამოყენებული. გაყიდვა უკვე მოხდა და როგორც მესმის, რეგულატორი ამბობს, რომ კომპანიამ არ შეასრულა მოთხოვნა რეგულატორის წინასწარი ნებართვის მიღების ნაწილში. მაგრამ ვფიქრობ, მთავრობა უბრალოდ, ფრთხილად უნდა იყოს, რომ იმდენად შორს არ წავიდეს, რომ გამოჩნდეს, თითქოს ადმინისტრატორის პოზიციას ასრულებს ან კერძო ინვესტიციას იგდებს ხელში, რადგან შეიძლება, ამას უცხოურ ინვესტიციების შენელების ეფექტი ჰქონდეს. თუ ხდება იმის გაცნობიერება, რომ საქართველოში ინვესტიციას ახორციელებს და რისკავს, რომ მთავრობამ უკუაგდოს ეს ინვესტიცია, ან კომპანიის მენეჯმენტი ჩაიგდოს ხელში, პოტენციურად, გაათავისუფლოს დირექტორები ან გაასხვისოს კომპანია, ეს ისეთი რამეებია, რის საშუალებასაც იძლევა კანონმდებლობა და უმნიშვნელოვანესია, როგორ აღსრულდება ის კონკრეტულ შემთხვევებში, – ეს მაქსიმალურად სამართლიანად, გამჭვირვალედ და გონივრულად მოხდეს. იმედი მაქვს, მთავრობა და კომპანია შეთანხმებას მიაღწევენ“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური სპექტრის ძალისხმევა, მიმართულია ქვეყნისთვის საზიანო ჩანაწერის გასაჩენად
Next post პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილს პლაგიატიზმში ადანაშაულებენ – ანტიპლაგიატის პროგრამამ მის სადისერტაციო ნაშრომში 85% დამთხვევა აღმოაჩინა