„კრიტიკა კიდევ უფრო გაიზრდება“ – ხატია დეკანოიძე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან “გამჭვირვალობის” კანონპროექტზე გამოხმაურების შესახებ

Read Time:45 Second

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, “გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდება, ხოლო ეს კრიტიკა კონკრეტული შედეგის გარეშე არ დასრულდება.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები კანონპროექტს აკრიტიკებენ, ხოლო კრემლი ამ ინიციატივას იწონებს, ბუნებრივია, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით არ მოქმედებს.

“როდესაც ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ ეს კანონპროექტი არ ვარგა და ეს დაბრკოლება იქნება საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით, ამ დროს, პესკოვი და კრემლი აქებს ამ კანონპროექტს, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება, სამწუხაროდ, არ იქცევა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. კრიტიკა კიდევ უფრო გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული შედეგები აუცილებლად დადგება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“ლელოს” პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საფრანგეთში მიღებული კანონი ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება.

“საფრანგეთის კანონი არ ვრცელდება ევროკავშირზე და NATO-ს წევრ სახელმწიფოებზე. არ ვრცელდება, გატყუებენ! რუსული კანონის მიღების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება საუბარი რაიმე პროგრესზე ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების გზაზე”, – განაცხადა სალომე სამნიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თსუ-ს საკალათბურთო გუნდს გამარჯვებას ულოცავს
Next post გოგა ხაინდრავა პაველ ჰერჩინსკის: როდესაც თქვენ, მეგობარ ქვეყანაში, უღვთოდ ცრუობთ, წინაპრების არ გრცხვენიათ?