კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეფექტურობა

Read Time:52 Second

ისრაელში, ბენ-გურიონის სახელობის ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტისა
და საავადმყოფოთა ქსელის „ქვალითის“ მიერ მასობრივი კვლევები ჩატარდა.
დაკვირვებას ექვემდებარებოდა 840 ათასი ადამიანი.
კვლევის შედეგები ავტორიტეტულ სამედიცინო გამოცემაში NEJM (The New
England Journal of Medicine) გამოქვეყნდა. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ კვლევაში
დაკვირვება 840 ათას პაციენტზე ხორციელდებოდა, რომელთა ასაკი 50 წელსაა
გადაცილებული. შედარებული იყო მესამე (ბუსტერული დოზით) და მხოლოდ
ორჯერ აცრილთა სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის მძიმე ფორმით
დაავადების სტატისტიკა.
ავტორები განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს, რომ გათვალისწინებული იყო ბევრი
ფაქტორი, (ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხოვრების სოციალურ-
ეკონომიკური დონე და ა.შ.) პაციენტების საშუალო ასაკი 65 წლით
განისაზღვრებოდა. მესამე დოზით აცრილებში სიკვდილიანობა 90 % დაბალი
აღმოჩნდა ვიდრე ორი დოზით აცრილებში. (მამაკაცებში 88 %, ქალებში 84 %).
„კვლევის შედეგები ადასტურებს მესამე დოზით ვაქცინირების შედეგიანობას“. –
თქვა დორონ ნეტცერმა „ქვალითის“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის
ხელმძღვანელმა.
საავადმყოფოთა ქსელი „ქვალითი“ რეგულარულად აქვეყნებს ვაქცინაციასთან
დაკავშირებული კვლევების შედეგებსა და სტატისტიკას. ოქტომბერში
გამოქვეყნებული მასალის თანახმად მესამე დოზა მნიშვნელოვნად ამცირებს
კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადების შესაძლებლობას. ნოემბრის
კვლევები კი ადასტურებს, რომ ვაქცინა 12-18 წლამდე მოზარდებსაც ეფექტურად
მოქმედებს.
ამასთან ერთად კომპანია „Pfizer“ კვლევის თანახმად მესამე დოზით
ვაქცინირებულებს საკმაოდ მყარი იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ
კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ წინააღმდეგ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კობა გვენეტაძე: ინფლაციაზე ზრდის მიმართლებით ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, რომელთა შორის აღსანიშნავია მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა
Next post დავით ბაქრაძე: როგორ წარმოუდგენია პრეზიდენტს ეროვნული თანხმობა მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები?