კორონავირუსის საფრთხის გამო, „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ფრენები ერთი თვით შეაჩერა

Read Time:27 Second

კორონავირუსის საფრთხის გამო, ავიაკომპანია „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ფრენები ერთი თვით შეაჩერა.

როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, ავიაკომპანიაში აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა მომხმარებელს, რომლებსაც გაუქმებული რეისები შეეხო, გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს. მათ ბილეთის თანხის სრული დაბრუნება ან ფრენის სხვა დროს არჩევა შესთავაზეს.

ინფორმაციით თანახმად, მილანის ბერგამოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები 8 მარტიდან 7 აპრილამდე შეჩერდება.

ბოლონიიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ჩანიშნული ფრენები ასევე 7 მარტიდან 8 აპრილამდე შეჩერდება.

ავიაკომპანია ფრენები დროებით შეაჩერა ასევე იორდანიის, ისრაელის, მონტენეგროსა და ჩეხეთის მიმართულებით.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზუგდიდში მიუსაფარმა ძაღლმა ურნასთან დატოვებული ლეკვები „იშვილა“
Next post ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი – შეთანხმებული მიდგომით კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია