კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარაში დაფიქსირდა, 30 – თბილისში.
19 – ქუთაისი, სამეგრელო ზემო სვანეთი – 6, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 1, გურია – 4, მცხეთა მთიანეთი – 2, კახეთი – 1.
ამის შესახებ ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 43 პროცენტს შეადგენს.
მისივე ინფორმაციით, კოვიდცენტრებსა და მკურნალობისთვის განკუთვნილ სასტუმროებში 1981 პაციენტია მოთავსებული, აქედან 836 არის კოვიდცენტრებში, მათ შორის 14 კრიტიკულად მძიმე და 80-მდე მძიმე პაციენტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და მსუბუქია.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 196 ადამიანს დაუდასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.