კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა

Read Time:32 Second

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა.

„ოთხი გარდაცვლილია, მათ შორის არის ორი აჭარაში – 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალბატონი, რომლებიც თანმხლები დაავადებებით, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალბატონი, რომელიც თერჯოლაში გარდაიცვალა, ხოლო ერთი თბილისში, 83 წლის. როგორც ვიცი, ის „ამტელში“ საუნივერსიტეტო კლინიკიდან იყო გადაყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამასთან, კლინიკა „თერჯოლამედის“ დორექტორ დავით სარიშვილის განცხადებით, 88 წლის ქალი კლინიკაში გუშინ ბათუმიდან შეიყვანეს.

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტს რამდენიმე თანმდევი დაავადება აღენიშნებოდა. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 62 შეადგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვარკეთილის მეურნეობაში ჭიდაობის დარბაზი იხსნება
Next post იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის მერია აფხაზეთიდან დევნილთა კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ინტენსიურად მუშაობს