კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალია

Read Time:57 Second

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.

„მასთან ერთად, გადმოიყვანეს კიდევ სამი ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. გარდაცვლილი 60 წლის ქალბატონია. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. მას ასევე თანარსებული დაავადებები ჰქონდა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ინფიცირებულთა გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 0,54%-ია.

პაციენტი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ის მართვით სუნთქვაზე იყო. პაციენტი მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4 988 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსით კიდევ 193 ადამიანი დაინფიცირდა, 40 კი გამოჯანმრთელდა
Next post მარინა ეზუგბაია: საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება