კომუნიკაციების კომისია: სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა საგანგებო რეჟიმის დროს სრული დატვირთვით უნდა იმუშაონ

Read Time:33 Second

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მუშაობდეს და სერვისები შეუფერხებლად მიეწოდებოდეს მოსახლეობას. კომუნიკაციების კომისია მობილური და ფიქსირებული მომსახურეობების მიმწოდებელ კომპანიებსა და მაუწყებლებს მოუწოდებს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სრული დატვირთვით იმუშაონ.

კომუნიკაციების კომისია საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს, რომ არსებულ ვითარებაში, სატელეკომუნიკაციო სფეროზე შეზღუდვები არ ვრცელდება. პირიქით, ყველა კომპანიამ მაქსიმალურად ოპერატიულად და ხარისხიანად უნდა იმუშაოს, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში ჰქონდეს წვდომა სატელეკომუნიკაციო სერვისებზე, რათა მუდმივ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია და საჭირო რეკომენდაციები.

აქვე, კომუნიკაციების კომისია მიმართავს სატელეკომუნიკაციო კომპანიების მენეჯმენტს,  დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, გაატარონ ყველა პრევენციული ზომა, რათა ტელეკომ სფეროში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნას დაცული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
Next post მამუკა მდინარაძე – ტოტალურ აკრძალვებზე, ტოტალურ კარანტინზე, გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე საუბარი არ არის