კოვიდინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 053 თბილისში გამოვლინდა

Read Time:1 Minute, 31 Second

კოვიდინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 053 თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა, აჭარაში – 453, იმერეთში – 931, ქვემო ქართლში – 339, შიდა ქართლში – 528, გურიაში – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 434, კახეთში – 386, მცხეთა-მთიანეთში – 104, სამცხე-ჯავახეთში – 105, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 981, აჭარაში – 1 009, იმერეთში – 1 252. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 116 პირი, მათ შორის, თბილისში – 521, აჭარაში – 154, იმერეთში – 261. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი, მათგან თბილისში – 204, აჭარაში – 38, იმერეთში – 55. 4 067 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 318 – თბილისში, 2 004 – აჭარაში, 424 – იმერეთში. 16 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 325 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -367, აჭარაში – 263, ხოლო იმერეთში – 28.

სულ 6 ოქტომბრიდან – 4 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 19 904 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 850 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 932 პირი, აჭარაში – 12 102, იმერეთში – 5 206“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 158 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 129 210-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1462 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. ​კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5450 ადამიანს დაუდასტურდა, 2306 კი გამოჯანმრთელდა
Next post 6-7 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება