კობა ლურსმანაშვილი – ხარაგაულს აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული

Read Time:1 Minute, 25 Second

„ხარაგაულს, აქვს  დიდი  პოტენციალი, რომელიც  მაქსიმალურად უნდა იყო გამოყენებული, მაგრამ ყველაზე  დიდი  პოტენციალი, ხართ თქვენ ადგილობრივი მოსახლეობა. მჯერა, „ქართული  ოცნების“  გუნდთან   ერთად  ვიზეიმებთ  გამარჯვებას“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ თავის გამოცდილებას კვლავაც ხარაგაულს მოახმარს.
,,ბატონმა  პრემიერ-მინისტრმა  განაცხადა,  რომ  8 წლის  განმავლობაში  120 მილიონზე  მეტი ლარია დახარჯული ხარაგაულში  სხვადასხვა  მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ჩვენ, ყველა  ერთად  ვგრძნობთ ამ  აღმშენებლობას, რომელიც    ხარაგაულში  „ქართული  ოცნების“  ხელისუფლებაში  მოსვლის შემდეგ მიმდინარეობს.   შენდება ევროპული   დონის  სკოლები,   ასეულობით  კილომეტრი გზები, მათ  შორის,  სასოფლო. არაერთგზის  ვიყავი  თქვენს  მიერ  არჩეული,  როგორც  ხარაგაულის  საკრებულოს  წევრად, ისე  ხარაგაულის  გამგებლად, საქართველოს  პარლამენტის  წევრად, ვაფასებ  და   ვიცი  ამ  ნდობის  ფასი. ადგილობრივ  ხელისუფლებას  და თქვენ,  ადგილობრივ  მცხოვრებლებს   ერთი  ინტერესი  გვამოძრავებს. ამიტომ, თვითმმართველობა,  აღმასრულებელი  ხელისუფლება, საკრებულო, ბოლომდე  იხარჯება  იმისთვის, რომ  მოგვარდეს  ის  პრობლემები, რომელიც   დაგროვილია   ხარაგაულში.  ბევრი პრობლემა გადაიჭრა  და   ბევრი მიმდინარე  პროექტი  გვაქვს. ბორითის  თემში, სადაც  ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არ შემიძლია არ აღვნიშნო,   დიდია ბატონი  ბიძინა  ივანიშვილის   დამსახურება კატასტროფის  ცენტრის განვითარებაში. ეს ცენტრი   ემსახურება სოფელ  ბორითსა  და მთელ ხარაგაულს. წინა ხელისუფლების პირობებში, ხარაგაულში  ჯანდაცვის  სისტემის  წარმომადგენლები  გაუსაძლის  პირობებში მუშაობდნენ პრეზიდენტის  მიერ   ერთ  ლარად გაჩუქებულ  დაწესებულებაში, სადაც  ლამის  თავზე  ენგრეოდათ  შენობა. მაშინ  ალბათ,   ყველაზე  საჭირო  დროს გაჩნდა  შესაძლებლობა,  რომ  ხარაგაულს  ჰქონოდა შესაბამისი სტანდარტებით მოწყობილი  ახალი  საავადმყოფო, რაც  ბატონი  ირაკლი  ღარიბაშვილის  დამსახურება. ყოველთვის  მიმაჩნდა  და  ვფიქრობდი,  რომ  ხარაგაულს, აქვს  დიდი  პოტენციალი, რომელიც  მაქსიმალურად უნდა იყო გამოყენებული, მაგრამ ყველაზე  დიდი  პოტენციალი, ხართ თქვენ ადგილობრივი მოსახლეობა. მჯერა, „ქართული  ოცნების“  გუნდთან   ერთად  ვიზეიმებთ  გამარჯვებას, ხარაგაული  თავის  გადამჭრელ  სიტყვას  იტყვის  თვითმმართველობის არჩევნებში“ – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: ბესიკ  კვირიკაშვილი, კიაზო  გამრეკელაშვილი, შმაგი  ხიჯაკაძე, პავლე  კიკალიშვილი, იამზე  პაქსაშვილი, ლენა  აბაშიძე, დოდო  ხაჩიძე, ვახტანგ  ტალახაძე, ვერა  ოდიკაძე, მერაბ  ტალახაძე, დავით  კიკნაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი ევროკავშირის დახმარებაზე: ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება
Next post გივი მოდებაძე მოსახლეობას – ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ყველა პროექტი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.