კობახიძე ახალ ვიდეოჩანაწერებზე: ნაციონალების შემოთავაზებული კომედია დამთავრებულია

Read Time:1 Minute, 20 Second

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ, ამჯერად ფარულ ვიდეოჩანაწერებს ეხმიანება. კობახიძის თქმით, ამ ჩანაწერებზე მსჯელობა და საუბარი აქტუალური აღარ არის. მის კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“სპექტაკლი ჩავარდა, დამთავრებულია ის კომედია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ” „რუსთავი 2″-ის მეშვეობით შემოგვთავაზა. ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილის მომგვრელი და სასაცილო. ჩვენ არც გვქონია საუბარი ავთენტურობაზე, საუბარი გვქონდა შინაარსზე, რომელიც ამ ჩანაწერებში გვესმის. შინაარსი არის აბსოლუტურად კომიკური”,- აღნიშნა კობახიძემ.

“ომეგა ჯგუფის” საქმეზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ახალი ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შესახებ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელთან ზაზა ოქუაშვილთან და სხვა მენეჯერებთან საუბრობს.

ფარულ ვიდეოჩანაწერში, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძეს შეაგინა, მან კი ხელი დაარტყა ყიფიანს. რაც შეეხება სარდაფს, სავარაუდოდ, ყიფიანი ამბობს, რომ სარდაფში ფარცხალაძეს “ოფისი აქვს”, იქ თავისი ფეხით მივიდა, სადაც ყიფიანის თქმით, მას სცემეს.

“ომეგა ჯგუფის” საქმეზე ლევან ყიფიანი მთავარ პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ გამოკითხეს, გამოკითხვის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებს ის ზაზა ოქუაშვილთან ერთად იღებდა. ამასთან, მაშინ ყიფიანმა ე.წ. სარდაფის ინციდენტი უარჰყო. 16 ოქტომბერს, ყიფიანმა ოქუაშვილს დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად მითვისების გამო უჩივლა.

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის და დამონტაჟებულია. ასეთი დასკვნა დადო ლევან სამხარაულის სახელობის ექსერტიზის ბიურომ.

ასევე “ომეგა ჯგუფის” საქმის ჩანაწერებზე ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა ექსპერტიზის ახალი დასკვნა გამოაქვეყნა. ადვოკატი ამბობს, რომ ვანო ჩხარტიშვილის მხარემ გავრცელებული ჩანაწერების შესწავლის თხოვნით ბრიტანელ ექსპერტს, მეთიუ ჯეიმს სტივენსს მიმართა. ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ჩანაწერები დამონტაჟებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დედაქალაქში 2019 წლის ბოლოს მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტი განხორციელდება
Next post კვლევა: კეთილ ადამიანებს მეტი ვალი აქვთ