კილაძე სააკაშვილის მხარდამჭერებს: ჩამოვიდა, ჩაჯდა, თავი გაწირა და თქვენ როგორ უერთგულეთ?

Read Time:50 Second

ჩამოვიდა, ჩაჯდა, თავი გაწირა და თქვენ როგორ უერთგულეთ?, – მსგავსი კითხვით საზოგადოებას ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ მიმართა.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, ელისო კილაძე თაკო ჩარკვიანს იმ 117 000 ადამიანის სიის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს, რომელიც სააკაშვილის დაბრუნების მოძრაობაში დარეგისტრირდა.

„საახალწლო დღეებში მიშას ხსენება ტრენდული არაა ?!

ისვენებთ ?!

ჰოო,გულზე მჯიღს რომ იცემდით და დეპეშებს უგზავნიდით,ჩამოდი ჩამოდიო ,-სად ხართ ის ხალხი ?!

ჩამოვიდა,ჩაჯდა,თავი გაწირა და თქვენ როგორ უერთგულეთ ?!

იდეა ბ-ნ ლევან გოგუაძეს ეკუთვნის -მეც მოვუწოდებ თაკო ჩარკვიანს-გაასაჯაროვოს 117 000 ადამიანის სია,რომელიც სააკაშვილის დაბრუნების მოძრაობაში დარეგისტრირდა(თუ სიმართლეა )

ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი !

p.s.პასუხად ისტერიკას ნუ დაიმართებს და მორიგ სატელევიზიო გამოსვლას ნუ გამოდებს-ვიგუგლები,ინტერნეტში დევს ეს მასალები.რამე უფრო სკანდალური იპოვოს,თუ აქვს სუსი არ დაამადლის(ხაზზე ყავთ,ახალი დავალებით-ოპოზიციას უნდა ებრძოლოს)“, – წერს კილაძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას ე.წ ულტიმატუმით მიმართა.

მას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს – კომუნიკაციიის აღდგენის შესაძლებლობა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა, რა მოთხოვნების 6 იანვრამდე დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სააკაშვილი აპირებს მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: თუ კიდევ რამე განსაკუთრებული მუტაცია არ განიცადა და არ იქცა ძალიან ვერაგ შტამად, „ომიკრონი“ გაცილებით უფრო დასუსტებულია
Next post საპატრიარქო შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს