კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოში ნავთობის ბაზა იწვის

Read Time:19 Second

კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოში ნავთობის ბაზა იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვასილკოვოში ავიადარტყმის შედეგად იწვის ნავთობის ბაზა. ოკუპანტების თვითმფრინავებმა ღამით ცეცხლი გაუხსნეს ნავთობის ბაზას“, – წერს კულება.

კიევის ოლქის პოლიციის ცნობით, ქალაქ ვასილკოვოს აეროდრომის მიმართულებით მიტანილი ავიაიერიშის დროს სულ მცირე ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს.

ადგილზე მუშაობენ მაშველები. ჯერ უცნობია, დაზიანდა თუ არა საცხოვრებელი სახლები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პატრიარქი – ჩვენს სამრევლოში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა, რომელიც ტანჯულ უკრაინელ ხალხს გაეგზავნება
Next post 20-25 მარტს საქართველოში ნატო-საქართველოს სწავლება ჩატარდება