კიდევ ორი გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია, დედა და შვილი

Read Time:44 Second

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი მარიამ მაისურაძეა, – ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველბა, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, კარგი მეგობარი და ადამიანი, მარიამ მაისურაძე, რომლის ოცნებები და მომავალი მისსავე საყვარელ, რაჭის მთებში დარჩა.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუნდეტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოვთქვათ და  ვუსამძიმრეთ მარიამისა და ყველა გარდაცვლილის ოჯახს.” წერს თვითმმართველობა.

მარიამ მაისურაძესთან ერთად, იდენტიფიცირებულია მისი დედის, 49 წლის შორენა ბიჭაშვილის  ცხედარიც. ინფორმაციას “ინფო რუსთავს” გარდაცვლილი ქალის მეუღლე უდასტურებს:

“ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” დავით მაისურაძემ.

სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ მაისურაძეების ოჯახის კიდევ ერთ წევრს – კოტე მაისურაძეს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
87 %
Excited
Excited
6 %
Sleepy
Sleepy
6 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკის მიმართვა ქართულ ენაზე: თავისუფლება გაიმარჯვებს! საქართველო გაიმარჯვებს! უკრაინა გაიმარჯვებს!
Next post სტატუსი გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის შვილი: ნეტავ, ადამიანების დაფასებას თუ ვისწავლით როდისმე? – ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში