პარასკევი, იანვარი 3, 2025

კვირიკაშვილი საქართველოს რეფერენდუმის დღეს ულოცავს

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს რეფერენდუმის დღეს ულოცავს. პრემიერი მილოცვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“1991 წლის 31 მარტი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში – ამ დღეს გამართული რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და განსაზღვრა საქართველოს მომავალი.

ქართველ ხალხს არასოდეს უღალატია თავისუფლების იდეისთვის – 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ამ იდეას ხორცი შეესხა და დამოუკიდებლობის აქტის მიღებით საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.

დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის ურყევი ნება გამოჩნდა სწორედ 31 მარტის რეფერენდუმზე – ჩვენმა ხალხმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

ამ ისტორიული დღის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, რომელსაც დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა.
ვულოცავ მთელ საქართველოს რეფერენდუმის დღეს, ვუსურვებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას”- წერია პრემიერის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები