პარასკევი, იანვარი 2, 2026

კვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა – ხვიჩამ „სპეციასთანაც“ გაიბრწყინა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში „სპეციას“ ესტუმრა და ქართველის შესანიშნავი თამაშით 3:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და აქტიურობით გამოირჩეოდა. მისი გაჩერება უჭირდათ და მე-16 წუთზე ხვიჩასთან უხეშობისთვის „სპეციას“ მცველმა ეტან ამპადუმ ყვითელი ბარათი მიიღო. 37-ე წუთზე ქართველმა თავადმსხმელმა სახიფათოდ დაარტყა და კარს სანტიმეტრებში ააცილა.

ხვიჩამ გოლი 47-ე წუთზე გაიტანა – მცველმა ხელით ითამაშა და მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი  უნაკლოდ გამოიყენა და „ნაპოლი“ დააწინაურა.

მე-60 წუთზე ხვიჩამ კიდევ ერთხელ სცადა გატანა, მაგრამ მეკარემ ბურთი აუღო.

69-ე წუთზე „ნაპოლიმ“ უპირატესობა გაზარდა. კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი მცველმა ჩაჭრა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა ცუდად მოიგერია – დაცვაში მეტოქეთა შეუთანხმებლობით ვიქტორ ოსიმენმა ისარგებლა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო 0:2.

73-ე წუთზე კი ხვიჩა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი ოსიმენს დაუგორა და დუბლის შესრულებაში დაეხმარა, ამის შემდეგ კი ქართველი ფორვარდი შეცვალეს.

საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ 3:0 მოიგო და 21 ტურის შემდეგ 56 ქულით სერია A-ს ლიდერია. ხვიჩა კვარაცხელიას კი იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში ანგარიშზე 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ახალი წლის ღამეს ამსტერდამში ისტორიული ვონდელკერკის ეკლესია ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა

ახალი წლის ღამეს ამსტერდამის ცენტრში ხანძარმა ისტორიული ვონდელკერკის ეკლესია თითქმის მთლიანად გაანადგურა.როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ხანძარი დაახლოებით 01:00 საათზე ტაძრის კოშკში გაჩნდა.წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.მედიის ცნობით, ეკლესიის სიახლოვეს მდებარე ათობით საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.მაშველები შენობის ჩამონგრევის საფრთხესაც არ გამორიცხავდნენ, თუმცა დილით უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ჩამონგრევის საფრთხე აღარ არსებობს და ეკლესიის კედლები შენარჩუნებულია.ამასთან, დილის 09:00 საათისთვის მეხანძრეები ცალკეულ კერებს კვლავ აფიქსირებდნენ.მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ სახლებში დღის განმავლობაში დაბრუნდება.ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.ადგილობრივების ცნობით, ეკლესიის კოშკში პიროტექნიკა მოხვდა, რასაც მეხანძრეები ვერ ადასტურებენ.ეკლესია XIX საუკუნის ბოლოსაა დაპროექტებული და 1977 წლამდე კათოლიკურ ტაძრად ფუნქციონირებდა. ამჟამად მას ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს და გამოიყენებოდა სპეციალური ღონისძიებებისა და Liberty Church-ის თემის საკვირაო მსახურებების ჩასატარებლად.

მამა მე და ჩემს დას ხშირად გვარ­ი­ებდა­. მანანას როლი რომ შევასრულე,­ მაშინ მითხრა, შენ ჩვეულებრივი ბავშვი ხარ, სხვებისგან არ განსხვავდები, ისე უნდა იცხოვრო, როგორც...

ფილმი "მანანა", ეს იყო პირველი აღმაფრენა, პატარა ასაკში განცდილი დაუვიწყარი ემოციები. ურთიერთობა იმ დროის ვარსკვლავებთან. გადაღებების დროს გავხდი 12 წლის და ყველაფერი კარგად მახსოვს. სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, იპოლიტე ხვიჩია... რომელი ერთი ჩამოვთვალო, გარდა იმისა, რომ კარგი მსახიობები იყვნენ, იყვნენ არაჩვეულებრივი პიროვნებები, მართლა ხელის გულზე მატარებდნენ. ისეთ გარემოში ვიყავი, შეუძლებელიც კი იყო, არ დამმახსოვრებოდა.- ბევრი რამ. სხვანაირი გახდა თბილისი, შეიცვალა ხალხის ერთმანეთთან დამოკიდებულება. რატომღაც ბევრი აგრესია წამოვიდა, რომელიც ძველ დროში ნამდვილად არ იყო. იმ ასაკში ვარ, ძველი ყველაფერი კარგად მახსოვს და ახალთან შედარებას რომ ვაკეთებ, გული მტკივა. თბილი ურთიერთობა იყო, ყველანი ოჯახის წევრებივით ვცხოვრობდით, საოცარი მეზობლობა, მისალმება, მოკითხვები გვქონდა. სად წავიდა ეს ყველაფერი? ამაზე სულ ვფიქრობ, ეს აგრესია რამ მოიტანა? ამ ქალაქში ასეთი ხალხი არ ცხოვრობდა. ვერაზე, ბელინსკის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. ჯავახიშვილის, ბარნოვის ქუჩებზე მცხოვრებლებზე ვამბობდით, ჩემი მეზობელიაო. ახლა მეზობლობაც აღარ არის, ვერ გაიგებ, ვინ შემოდის, ვინ გადის, ძველმა მეზობლებმა ბინები გაყიდეს, ზოგი გარდაიცვალა, თითქმის აღარავინ ცხოვრობს. ჩემი ახალგაზრდობის თბილისი მენატრება.- პასუხისმგებლობა. ზოგს უზრდელობა, უხეშობა და აღვირახსნილობა ჰგონია. ბოლომდე თავისუფალი ადამიანი არ არსებობს. როცა შენ რაღაც ვალდებულებები გაქვს, როგორ შეიძლება ბოლომდე თავისუფალი იყო. თუმცა არსებობს არჩევანის თავისუფლება, როგორ იცხოვრო, როგორი იყოს ყოველდღიურობა. ვთვლი, რომ ზომიერებაა საჭირო, ზღვარგადასული თავისუფლებაც არ ვარგა.- მამა მე და ჩემს დას ხშირად გვარ­ი­ებდა­. მანანას როლი რომ შევასრულე,­ მაშინ მითხრა, შენ ჩვეულებრივი ბავშვი ხარ, სხვებისგან არ განსხვავდები, ისე უნდა იცხოვრო, როგორც სხვები ცხოვრობენ, მანანას როლი თავში არ აგივარდესო.  

„ამ დღეს ფულის სესხება და გასესხება არ შეიძლება“ – როგორ შევხვდეთ ბედობას

საქართველოში სახალხო დღესასწაულის, ბედობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში დარწმუნებულები იყვნენ, როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ.ამ თარიღს დღემდე ულოცავენ ერთმანეთს და ცდილობენ ხალისიანად გაატარონ.რიტუალი ასეთი იყო -  ოჯახი შეარჩევდა ბედნიერ ადამიანს, რომელიც „ფეხზე“, „კვალზე“ იყო დამოკიდებული მომდევნო წლის კეთილდღეობა.„მეკვლე მოვიდოდა და თან მოჰქონდა რაიმე ტკბილეული, შემოვიდოდა და იტყოდა: ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო და დაილოცებოდა. მას დაუდგამდნენ სუფრას და უმასპინძლებდნენ. შემდეგ გაატანდნენ ტკბილეულს.ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც  გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული.საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნება. პირველი ბედობა ბარბალობას (ბარბარობას) უკავშირდება. ამ დღეს ფეხბედნიერ, მდიდარ ადამიანს იწვევდნენ და განსაკუთრებით უმასპინძლებდნენ, კუთხეების მიხედვით მეკვლეს სხვადასხვა მარცვლეულს ახვედრებდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიუხვესთან ასოცირდებოდა. მარცვლეულს მეკვლეს ტახტზე უყრიდნენ, რაც შინაური ფრინველების გამრავლებას უკავშირებდნენ.

ილია მეორე – ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს, მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, იმედით უნდა ვიყოთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.„ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს. გილოცავთ. მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი. იმედით უნდა ვიყოთ. მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს. ამინ!“, – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.

საქართველოში 3 და 4 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 3 და 4 იანვარს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია, კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს.„შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები