კელი დეგნანი: სენატორები იმის საჩვენებლად ჩამოდიან, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას

Read Time:46 Second

სენატორები ჩამოდიან იმის საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას. ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს დემოკრატიას და ეს პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ საქართველოში მოვლენების განვითარებას გაეცნონ.

„კორონავირუსის გამო მცირეხნიანი პაუზა გვქონდა ვიზიტებში, მაგრამ სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ გაეცნონ როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები. ძალიან ბევრი საკითხი იქნება განსახილველი. ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც აჩვენებს სენატორი შაჰინი და სენატორი პორტმანის ვიზიტი. ძალიან მაღალია ინტერესი მათი ვიზიტის მიმართ. როდესაც ისინი დაბრუნდებიან შტატებში, ბევრი შეხვედრა ექნებათ, როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ლიდერებთან.

რა თქმა უნდა, ფოკუსში იქნება განგრძობადი რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, რაც კვლავ რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან საკითხად და იწვევს, როგორც საქართველოს, ასევე ჩვენს შეშფოთებას. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და ვფიქრობ, ისინი დაინტერესებულნი არიან, რას აკეთებს საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რომლისკენ სწრაფვაც რჩება ისე ძლიერი, როგორც არასდროს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post CSDC-ის კამპანია მიუსაფარი ქალების დასახმარებლად
Next post თენგიზ ცერცვაძე: პრაქტიკულად შეიძლება გარანტია მოგცეთ, რომ ივნისის ბოლოდან, საქართველოში სხვადასხვა წარმოების ვაქცინის მასობრივი შემოსვლა დაიწყება