კელი დეგნანი: საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისადმი მხარდამჭერ განცხადებებში, ვნახეთ გულუხვი ჰუმანიტარული მხარდაჭერა

Read Time:43 Second

საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისადმი მხარდამჭერ განცხადებებში, ვნახეთ გულუხვი ჰუმანიტარული მხარდაჭერა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

​მისივე თქმით, საქართველოს მკაფიო განცხადებები გაერო-ში, ეუთო-ში და სხვა მრავალმხრივ ფორუმებზე იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებები ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ერთად დგომის კუთხით ამ კრიტიკულ დროს.

„საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო თავის მხარდამჭერ განცხადებებში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვნახეთ გულუხვი ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინაში და საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ. ჩვენ ძალიან მივესალმებით საქართველოს მკაფიო განცხადებებს გაერო-ში და ეუთო-ში და სხვა მრავალმხრივ ფორუმებზე. ეს იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებები ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ერთად დგომის კუთხით ამ კრიტიკულ დროს. ჩვენ გვჭირდება ერთიანობის დანახვა. მნიშვნელოვანია აქ, საქართველოში შესაძლებლობების გამოყენება, რომ მოხდეს პოლარიზაციის გვერდზე გადადება, ერთად დადგომა იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისთვის და ევრო-ატლანტიკური საზოგადოებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მხარდაჭერის გამოხატულება ისევ გაგრძელდება, როგორც ეს იყო მაგალითად, ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების განხორციელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ მიერ განიხილება, როგორც ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეული იყოს სამხედრო კონფლიქტში
Next post ირაკლი კობახიძე: დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ რუსეთში მყოფ 100 ათასობით ქართველს უშუალო საფრთხეს უქმნის