ოთხშაბათი, სექტემბერი 30, 2026

კელი დეგნანი – საქართველო ინვესტიციას დებს საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობების გაზრდაში და აშშ მოხარულია, რომ პროცესის ნაწილია

საქართველო ინვესტიციას დებს საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობების გაზრდაში და აშშ მოხარულია, რომ არის არის პროცესის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გახსნაზე განაცხადა.

„ეს არის საქართველოს ძალისხმევა, შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოახდინოს სასაზღვრო ობიექტების მოდერნიზება, რათა გაუმჯობესდეს ტექნიკა, რომელიც მიეწოდება მესაზღვრეებს და გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, რაც მესაზღვრეებს საშუალებას მისცემს, დარჩნენ საზღვარზე მთელი წლის განმავლობაში. ეს შენობა არის თანამედროვე ხელოვნების ნიმუში და მე ძალიან ვამაყობ, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად შეძლო ამის გაკეთება. ეს არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო მზად არის ნატოსთან ურთიერთქმედებისთვის და საკუთარი შესაძლებლობების გაზრდისთვის, რათა დაიცვას საკუთარი საზღვრები, ზღვიდან – სანაპირო დაცვის მეშვეობით, ხოლო მთაში – აქ მყოფი მესაზღვრეების დახმარებით. საქართველო ინვესტიციას დებს საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობების გაზრდაში და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვართ ამ პროცესის ნაწილი“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გახსნეს.

სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამმართველოს სექტორი „ჯუთას“ თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც ზღვის დონიდან 2 300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენდა და საქართველო-რუსეთის საზღვრის 18-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სანზონაში ლიფტის ჩავარდნის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

სანზონაში წუხელ მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, ლიფტში 6 პირი იმყოფებოდა, აქედან 5 მოზარდი იყო. მათივე ცნობით, ლიფტი, მეცხრე სართულიდან ჩაწყდა.„ყველა კარგად არის, ერთს აქვს ფეხი მოტეხილი...მეცხე სართულიდან ჩავარდა ლიფტი“,- აღნიშნავს მოქალაქე.დაშავებული 3 მოზარდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.„ერთ მუხლზე, მეორეს კი წვივზე ჰქონდა დაბეჟილობა. სამივე მოზარდი იყო“,- აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს.ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბასთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ „რუსეთი გააგრძელებს აფხაზი პარტნიორებისთვის აქტიური მხარდაჭერის გაწევას სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით“.პუტინი აღნიშნავს, რომ „რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“.„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული აფხაზი ხალხის სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რომელმაც თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების თავისი კანონიერი უფლება დაიცვა“, - ნათქვამია პუტინის წერილში.

ფრიდრიხ მერცი – უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებებს ვეძებთ

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების მოძიება მიმდინარეობს. მერცმა ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.კანცლერის თქმით, ეს გულისხმობს უკრაინის ბიუჯეტისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების კონკრეტულ მხარდაჭერას, რომელიც, მისი შეფასებით, უკრაინის თავდაცვის „ყველაზე სუსტი წერტილია“.ფრიდრიხ მერცის განცხადებით, პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს მსოფლიო ლიდერებთან კიევისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდებასთან დაკავშირებით. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ენერგომომარაგება ზამთრისთვის მზად იქნება, რადგან მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა გაგრძელდება. „ეს არის ომის დანაშაულები, რომელიც ყოველდღიურად ხდება“, - აღნიშნა მერცმა.მისი თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის თემა ინტენსიურად განიხილეს.მერცმა აღნიშნა, რომ ბერლინი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას, მათ შორის დიპლომატიური ძალისხმევით. ამასთან დაკავშირებით მან ახსენა ნიუ-იორკში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის ბოლო შეხვედრა. მისი თქმით, რუსეთის რეაქცია შეხვედრაზე აჩვენებს, რომ ის ამ დროისთვის სერიოზული მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.

კახა კინწურაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება – “დედას ერთი წლის წინ დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი, საჭიროა წამლის შეძენა, რისი ღირებულებაც არის 24.000 დოლარი…“

მსა­ხი­ობ კახა კინ­წუ­რაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა ესა­ჭი­რო­ე­ბა. რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი მაშო სა­მა­დავ­ში­ლი ავ­რცე­ლებს, კა­ხას დე­დას ერთი წლის წინ და­უს­ვეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი, აქამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თან­ხე­ბის გა­უხ­მა­უ­რებ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ ეტაპ­ზე კი სა­ჭი­როა წამ­ლის შე­ძე­ნა, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არის 24.000 დო­ლა­რი.“მე­გობ­რე­ბო, გა­წუ­ხებთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ზე. ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლის დე­დას ერთი წლის წინ და­უს­ვეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი, აქამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თან­ხე­ბის გა­უხ­მა­უ­რებ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ ეტაპ­ზე სა­ჭი­როა წამ­ლის შე­ძე­ნა, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არის 24.000 დო­ლა­რი.მჯე­რა, რომ ამ თან­ხის სა­ერ­თო ძა­ლე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბას შევ­ძლებთ. მჯე­რა, იმი­ტომ რომ არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი გვაქვს და იმი­ტო­მაც რომ ყვე­ლა ასეთ საქ­მე­ში კახა ჩემი პირ­ვე­ლი მხარ­დამ­ჭე­რია.მიმ­ღე­ბი: კა­ხა­ბერ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი#GE32BG0000000668376600#GE35TB5641945061600002,“ - ავ­რცე­ლებს სა­მა­დაშ­ვი­ლი.

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს.როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III ლოცვა კურთხევით, დაიგეგმა კათოლიკოს პატრიარქის შიო III ჩამობრძანება სხალთის ეპარქიაში ოქტომბრის თვეში, სვტისცხოვლობის შემდეგ.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა. ნათლობის მსურველები გახდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III ნათლულები.ნათლობის ჯვრებს თავის ნათლულებს პატრიარქი თავად გადასცემს საჩუქრად.ნათლობის ჩატარების დღესა და რიცხვს და დამატებით სრულ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებთ უახლოეს დღეებში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები