კელი დეგნანი: საქართველოს არ ჰყავს უკეთესი მეგობარი ან მხარდამჭერი, ვიდრე აშშ-ია და ეს ასეა ბოლო 30 წლის განმავლობაში

Read Time:34 Second

საქართველოს არ ჰყავს უკეთესი მეგობარი ან მხარდამჭერი, ვიდრე აშშ-ია და ეს ასეა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, რომ მან ააშენოს დემოკრატია, რაც ქართველ ხალხს სურს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი ყველანაირი დახმარება, თითოეული დოლარი, რაც აშშ-ის გამოუყვია საქართველოსთვის, ეს არის დემოკრატიის მშენებლობისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თავდაცვისა და საზღვრების დაცვისთვის. ეს არის ის, რაც აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველოს წარმატება. საქართველომ მართლაც ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და სწორედ ამიტომ, ბევრი აღტაცებულია საქართველოთი, თუმცა ვიცით, რომ მეტი უნდა გაკეთდეს. ამერიკა დგას საქართველოს გვერდით, რომ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა, გავაგრძელოთ ეკონომიკის გაძლიერება, თავდაცვის შესაძლებლობლების გაძლიერება და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გრიგოლ ლილუაშვილი: ვერ გეტყვით, სანქციები პირდაპირ კავშირშია აშშ-ის მოქალაქის არშემოშვებასთან, თუ არა. ეს უნდა ჰკითხოთ ამერიკულ მხარეს
Next post გრიგოლ ლილუაშვილი: ვადასტურებ, რომ ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე