კელი დეგნანი – სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა, დავაკვირდებით, თუ მიმდინარეობს ეს საქმე მიუკერძოებლად, სწორედ ამის იმედი გვაქვს

Read Time:35 Second

სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა, დავაკვირდებით, თუ მიმდინარეობს ეს საქმე მიუკერძოებლად, სწორედ ამის იმედი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანი მიიჩნევს, რომ საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია.

„გუშინდელზე საუბარზე მეტად მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ წინსვლაზე. ჩვენ გვსურს, ადამიანები ფოკუსირებული იყვნენ არჩევნებზე. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც საჭიროა, რომ ეს ქვეყანა გაუმკლავდეს, ასეთია სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, კოვიდი, განათლება, წყალი, გზები. ჩვენ იმედი გვაქვს, ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები დაუბრუნდებიან მუშაობას იმ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტულია ქართული საზოგადოებისთვის.

სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა. ჩვენ დავაკვირდებით, მიმდინარეობს თუ არა ის მიუკერძოებლად, ქართული კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორიო ვალდებულებების შესაბამისად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გასაღებით გააღეს, ბევრ რამეზე მეტყველებს
Next post კახა კალაძე: ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა