კელი დეგნანი მარნეულში მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დაწყებას მიესალმება

Read Time:36 Second

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მიესალმება ძალოვანი უწყების მიერ მარნეულში მომხდარის ინციდენტის გამოძიების დაწყებას. ელჩისთვის ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია, რომელიც ქვეყნის რეპუტაციას საფრთხეს უქმნის.

„ძალიან მოხარული ვარ და მადლიერებას გამოვხატავთ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს, რათა აღნიშნული შემთხვევები გახდეს ცნობილი. მადლიერი ვარ სამინისტროსი, რომელიც ამ მიმართულებით უკვე დაიწყო გამოძიება. ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეულმა პარტიამ მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს თავის მხადამჭერებს, რომ ასეთი ტიპის მოქმედება და ნებისმიერი სახის ძალადობა არის მიუღებელი. ეს არ არის ის გზა, როგორც უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები საქართველოში , რადგანაც ასეთი ტიპის შემთხვევები აუცილებლად დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, ყველა პარტიის წარმომადგენელმა თუ ლიდერმა მკაფიოდ უნდა აუხსნას თავის მხარდამჭერებს, ვინც არ უნდა იყოს ამ ინციდენტების უკან, რომ ასეთი ტიპის ქმედება, ძალადობა თუ დაშინება უბრალოდ მიუღებელია.”- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: სასურველია, რომ პირბადე აჭარაში გარეთაც გამოვიყენოთ
Next post გოჩა ენუქიძე ხვანჭკარისა და ბუგეულის თემების მოსახლეობასთან შეხვდა