კელი დეგნანი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოსთვის უდიდესი პატივია

Read Time:27 Second

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოსთვის უდიდესი პატივია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მედიაციის პროცესში ევროკავშირთან ძალიან კარგად ვმუშაობდით. მიშელის ვიზიტის პროცესში პირდაპირ ვარ ჩართული, მაგრამ საქართველოსთვის უდიდესი პატივია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის აქ. ბათუმის კონფერენცია არის მნიშვნელოვანი ღონისძიება და მონაწილეთა დონე ამის ნათელი დასტურია. დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება სასარგებლო ხედვების გაცვლა. ეს არის კარგი შესაძლებლობა, იყოს საუბარი არამხოლოდ საქართველოზე, არამედ საქართველოს როლზე მთელი შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: „ლელო“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ფლანგი
Next post გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, ოპოზიციას უნდა მივცეთ საშუალება, დასვას ყველანაირი კრიტიკული შეკითხვა